weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1 371 000 აშშ დოლარის ქონებას ფლობს

15:08 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ახვლედიანის საკუთრებაში 1 371 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ირიცხება: 10 ბინა და სახლი, 2 კომერციული ფართი, 3 მიწის ნაკვეთი, 6 ავტოფარეხი და 5 სატრანსპორტო საშუალება.

ალექსანდრე ახვლედიანი მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2017 წლის 20 ნოემბერს იქნა არჩეული. საკრებულოს წევრი იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. მანამდე მისი საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და არც თანამდებობის პირის დეკლარაციაში არ მოიპოვება. 

2017 წლის 12 დეკემბერს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე ახვლედიანმა და მისმა მეუღლემ ხათუნა თოდუამ მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიძინეს უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულება 1 224 000 აშშ დოლარია, აგრეთვე 50 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომტვირთავი. 

შეძენილი ქონების ნუსხაში მითითებულია: 2015 წელს ნაყიდი 3 ბინა, 1 საცხოვრებელი სახლი, 1 მიწის ნაკვეთი და 6 ავტოფარეხი ქალაქ თბილისში, 1 საცხოვრებელი სახლი ქალაქ ქუთაისში და 1 არასაცხოვრებელი ფართი ქალაქ მარტვილში; 2016 წელს ნაყიდი 1 საცხოვრებელი სახლი და 1 კომერციული ფართი ქ. თბილისში; 2017 წელს ნაყიდი ქ. თბილისში მდებარე 2 ბინა, 1 საცხოვრებელი სახლი და 2 მიწის ნაკვეთი, ასევე 1 ავტომტვირთავი

გარდა ამისა, ალექსანდრე ახვლედიანის ოჯახის საკუთრებაშია 2013 წელს ქალაქ ქუთაისში შეძენილი ბინა, რომლის ღირებულება 32 000 აშშ დოლარია, ასევე 3 ავტომანქანა და ექსკავატორი, რომელთა საერთო ღირებულება 65 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთ მათგანი არ მუშაობდა და არ მიუღიათ რაიმე შემოსავალი, არ აუღიათ სესხი ბანკიდან ან კერძო პირისგან, არ გააჩნიათ ფულადი დანაზოგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]